ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთში სრული ფურორი მოახდინა და ოსერს სამი გოლი გაუტანა, რაც ლიგა 1-ში ქართველისგან ისტორიაში პირველად მოხდა!
აღსანიშნავია, რომ ზურიკო სენტ ეტიენის იმ ფეხბურთელების სიაში ჩაეწერა, რომლებმაც ამავე კლუბის მაისურით ჰეთ-თრიკის გაფორმება შეძლეს.
ზურიკო სენტ ეტიენის 30-ე ფეხბურთელია, რომელმაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა. მან ისეთი ლეგენდის გვერდით დაიკავა ადგილი, როგორიც მიშელ პლატინია.