საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ესტონეთს დაუპირისპირდა, 1:1 ითამაშა და ელიტ-რაუნდში გავიდა.
ჯგუფური ეტაპის პირველ ორ ტურში ჩვენმა გუნდმა 3 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე იყო.
აღნიშნული ფრით კი ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა ჯგუფი 4 ქულით დაასრულა და მეტი გატანილი ბურთის წყალობით მეორე ადგილზე გავედით და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოვიპოვეთ.