ხვალ 21-წლამდე ნაკრები ხორვატიას პლეიოფის მეორე მატჩში შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში (წინა მატჩი 1:0 მოვიგეთ) ევროპის ჩემპიონატზე გავა, ეროვნული კი ჩეხეთში მოგებისთვის მუნდიალამდე მისასვლელ პლეიოფში ჩაერთვება.
აღნიშნული მატჩების წინ მედიაში ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის კომენტარი ვრცელდება, რომელმაც ამავე შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მნიშვნელოვანია, როცა პირველ თამაშს ასე დამაჯერებლად იგებ, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა, ბოლო თამაშია და მაქსიმალურად უნდა ვკონცენტრირდეთ. გულშემატკივარი მათი უპირატესობაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ.
ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი 2 თამაშია ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, წარმატება ვუსურვო ახლაგაზრდულ ნაკრებს. ვიმედოვნებ, რომ ორივე თამაში კარგად დასრულდება და ყველა ვიზეიმებთ. გულშემატკივრისგან დიდი სითბო იგრძნობა, ძალიან კარგი კავშირია და ეს ყველაფერი ფეხბურთელს ორმაგ სტიმულს და მოტივაციას აძლევს.
- თქვა ლოჩოშვილმა.