ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო საქართველოში ჩამოვიდა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა მოინახულა.
ინფანტინომ კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მუშაობაზე გააკეთა და ადგილობრივი რეალობა დადებითად შეაფასა.
საქართველო ჯერ ევროზე მოხვდა, შემდეგ კი ჯგუფიდან გავიდა, რამაც მთელი ქვეყანა სიამაყით აავსო. ეს ყველაფერი შემთხვევით არ ყოფილა. ფედერაციაში კარგად იციან თუ როგორ დახარჯონ ის ფინანსები, რასაც ფიფასგან იღებენ. ეს მათი დამსახურებაა.
- თქვა ინფანტინომ.
სხვათა შორის, ფიფას პრეზიდენტმა ხაზი იმასაც გაუსვა, რომ საქართველო სანაკრებო ტურნირების სამასპინძლოდ მზად არის.