გამოცემა SKY-ს ცნობით, ბუდუ ზივზივაძეს "კარლსრუესთან" ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს.
მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და როგორც ირკვევა, ქართველ ფეხბურთელს გუნდში დარჩენა და ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს. საუბარია კონტრაქტის მინიმუმ 2-წლით გახანგრძლივებასა და ხელფასის საგრძნობლად გაზრდაზე.
ბუდუს არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება, კარლსრუეს კი ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა არ სურს.
ზივზივაძე "კარლსრუეში" "ფეჰერვარიდან" 2023 წელს გადავიდა და კონტრაქტი მომდევნო წლამდე, 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.