"ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო დონის მოთამაშეა" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო დონის მოთამაშეა" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

"ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო დონის მოთამაშეა" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი
22-11-2022, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, უმბერტო კიარელომ ქართველი ტალანტის შესახებ Canale 21-ის ეთერში ისაუბრა და მასთან ერთად ნაპოლის ის მოთამაშეები გამოარჩია, რომლებმაც კიარელოზე გავლენა ყველაზე მძაფრად მოახდინეს:

"ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში ჩემი ფავორიტი ფეხბურთელია, მას მსოფლიო დონის კლასი აქვს და გუნდში საუკეთესოა. აგრეთვე, მსურს, რომ ვიქტორ ოსიმენიც გამოვარჩიო, რომელსაც მნიშვნელოვან მომენტებში გუნდი არასდროს დაუღალატებია. ასევე, კიმიც მომწონს, რომელმაც კულიბალის არსებობა საერთოდ დამავიწყა და სტანისლავ ლობოტკა, ის თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა."

"ზამბო ანგისას, მერეტსა და მარიო რუის 8 ქულაზე შევაფასებ, ხოლო მატიას ოლივერას 7.5-ით. ცხადია, რომ ნაპოლისთვის ისინიც მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. აგრეთვე, კარგია ელიფ ელმასიც, რომელიც ჩემს ფავორიტებში ნამდვილად არ შედის, თუმცა სასიხარულოა, რომ ელმასმა ლუჩანო სპალეტის იმედები ერთმნიშვნელოვნად გაამართლა."

"ნაპოლიში სულ 1 ფეხბურთელი მეგულება, რომელსაც 7 ქულაზე დაბალს დავუწერდი და ის ტანგი ნდომბელეა, რომელმაც, ჩემი აზრით, ჯერჯერობით იტალიურ გუნდში იმედები ვერ გაამართლა. რაც შეეხება შეტევას, აქ მატეო პოლიტანოსგან უფრო მეტ ხიფათს ვხედავ, ვიდრე ირვინგ ლოზანოსგან." - უმბერტო კიარელო, Campania Sport-ის ჟურნალისტი.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი