დღეს, 5 ნოემბერს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართა "დინამო არენაზე", სადაც ადგილობრივმა "დინამომ" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და მათე ვაწაძის ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით, 1:0 დაამარცხა.
დედაქალაქური კლუბი თასის ფინალურ შეხვედრაში თანაქალაქელ "სპაერს", 5 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.