ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დორივალ ჟუნიორმა ნეიმარი და ენდრიკი ნოემბერში გასამართი მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში არ გამოიძახა.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნულ საკითხზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
"პრაქტიკულად სრულად გამოჯანმრთელდა, მაგრამ მას მხოლოდ რამდენიმე წუთი მიეცა სათამაშო დრო, ნაკრებში გამოძახებაზე ბევრი ვიფიქრეთ და ასე გადავწყვიტეთ.
ჯერჯერობით სჯობდა, არ წაგვეყვანა, მან სათამაშო ფორმა უნდა დაიბრუნოს. მისი დონის ფეხბურთელს ყოველთვის ექნება ნაკრებში ყოფნის შესაძლებლობა, ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია."
- ამბობს სამხრეთ-ამერიკელთა თავკაცი დორივალ ჟუნიორი.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ბრაზილია 15 ნოემბერს ჯერ ვენესუელას შეხვდება, 20 ნოემბერს კი ურუგვაის.