ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლიონის ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე გამოჯანმრთელდა და ლილის წინააღდეგ გასამართი შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაშია.
ახლა ბოლო სიტყვა მთავარ მწვრთნელ პიერ საჟზეა და მან უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა გიორგი სათამაშო დროს - შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს ბოლო ორი ვარჯიშის გაცდენა მოუწია.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიქაუტაძემ ლიონის მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში თავი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.