ერიკ ტენ ჰაგის გუნდიდან გათავისუფლების შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედი ახალი მწვრთნელის ძიებაშია.
ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, უდიდესი ალბათობით, წითელ ეშმაკებს რუბენ ამორიმი ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, 39 წლის სპეციალისტი სპორტინგში მუშაობს - სამწვრთნელო კარიერაში მან პორტუგალიის ჩემპიონობის ორჯერ, პორტუგალიის თასის სამჯერ, ხოლო პორტუგალიის სუპერ თასის ერთხელ მოგება მოახერხა.