იტალიის სერია ა-ს მე-9 ტურის შეხვედრაში საბა გოგლიჩიძის ემპოლი სტუმრად პარმას დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ეთამაშა.
აღნიშნული მატჩი სრულად ჩაატარა ახალგაზრდა ქართველმა მცველმა და თუ ადგილობრივ გამოცემებს დავუჯერებთ, სპეციალურად მისი თამაშის სანახავად მილანის, ინტერის და იუვენტუსის სკაუტები თამაშს დაესწრნენ.
ცნობისთვის, 20 წლის გოგლიჩიძე პირველივე წელს გუნდის უკანა ხაზის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა და ბოლო განახლების მიხედვით, მისი სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონ ევრომდე გაიზარდა.