საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მეორე მატჩისთვის მზადებას დუბლინში აგრძელებს.
28 ოქტომბერ ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ ტალა სთეიდიემზე ივარჯიშებს. საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს თეონა ბაქრაძე და ნინო ბუხრიკიძე დაუბრუნდებიან, რომლებმაც პირველი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს.
ირლანდია - საქართველოს პლეი ოფის მეორე შეხვედრა 29 ოქტომბერს, დუბლინში გაიმართება და თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.
nakrebi.ge