რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საფრანგეთის ლიგა 1-ის შეხვედრა, რომელშიც ანჟერმა ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენს 4:2 მოუგო.
მატჩის პირველი გოლი მასპინძლებმა მე-7 წუთზე გაიტანეს, რასაც ქართველმა გატანილი პენალტით მე-15 წუთზე უპასუხა. მიუხედავად გათანაბრებისა, ანჟერმა ტაიმი 39-ე წუთზე გატანილი გოლით მაინც მოიგო.
შეხვედრის მეორე ნახევარში დავითაშვილმა თავი კვლავ გამოიჩინა და ანგარიში 57-ზე წუთზე გაათანაბრა, საბოლოო გოლები კი სენტ ეტიენმა 68-ე და 94-ე წუთებზე მიიღო.
მიუხედავად წაგებისა, გასაკვირი სულაც არაა, რომ მატჩის საუკეთესოდ დავითაშვილი დაასახელეს, რომელმაც 7.9 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.
ქართველ ფეხბურთელს ლიგა 1-ში უკვე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს!