26 ოქტომბერს ელ კლასიკო გაიმართება, რომელსაც მადრიდი, სანტიაგო ბერნაბეუ უმასპინძლებს. დიდი მატჩის წინ ბარსას სენსაციურმა ვინგერმა, რაფინიამ კომენტარი ვინისიუსის შესახებ გააკეთა.
რას ვიტყვი ელ კლასიკოს გამართვამდე მის შესახებ? - მე ვინისიუსის შესახებ მხოლოდ ლამაზი სიტყვების თქმა შემიძლია.
ვინისიუსი საკუთარი პიროვნებით ძალიან მიყვარს. მე მის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს და ჩვენ ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.
- თქვა რაფინიამ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში ვინისიუსმა ჰეთ-ტრიკი დორტმუნდის ბორუსიას შეუსრულა, რაფინიამ კი მიუნხენის ბაიერნს.