საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ თანამდებობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ მანჩინი არაბეთში 2023 წლის ზაფხულში ჩავიდა და ყველაზე მაღალანაზღაურებადი თავკაციც გახლდათ სანაკრებო ფეხბურთში, 22 მილიონ ევრომდე გამომუშავებით წელიწადში.
იტალიელი საუდის არაბეთამდე მშობლიურ ნაკრებში მუშაობდა და გუნდთან ერთად ევრო 2020 მოიგო.