"კიმისა და კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხი გადაწყვეტილია" - ფაბრიციო რომანო » სპორტის ხაზი

"კიმისა და კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხი გადაწყვეტილია" - ფაბრიციო რომანო

"კიმისა და კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხი გადაწყვეტილია" - ფაბრიციო რომანო
19-11-2022, 23:06
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, სანდო და გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ნაპოლის ორი ფეხბურთელის, კიმისა და ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"იანვარში კიმი ნაპოლის არ დატოვებს, ეს ბოლომდე გამორიცხულია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზიელი მცველი ნეაპოლურ გუნდთან ერთად სეზონს ბოლომდე სრულყოფილად ჩაამთავრებს, ანალოგიურს იზამს ხვიჩა კვარაცხელიაც."

"ნაპოლი ორივე მოთამაშის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. იტალიური გუნდი იმედოვნებს, რომ შეთანხმებას 2023 წლისთვის მიაღწევს." - წერს იტალიელი ჟურნალისტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი