პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" თავკაცმა, ჰანსი ფლიკმა, "სევილიასთან" მატჩამდე, გულშემატკივრისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გააჟღერა.
"გავი უკვე მზადყოფნაშია და განაცხადშიც, ხვალ, მოხვდება.
ასევეა დანი ოლმოსა და ფერმინის შემთხვევაშიც. დიდი ალბათობით, სათადარიგოთა შორის.
დე იონგი სასტარტოსთვის მზადაა, ასევე იამალიც"
- ამბობს გერმანელი.