სრულიად უფასოდ - ჰანს ფლიკი ბარსელონაში ალფონსო დევისის მიყვანას გეგმავს » სპორტის ხაზი

სრულიად უფასოდ - ჰანს ფლიკი ბარსელონაში ალფონსო დევისის მიყვანას გეგმავს

სრულიად უფასოდ - ჰანს ფლიკი ბარსელონაში ალფონსო დევისის მიყვანას გეგმავს
18-10-2024, 13:55
Aa Aa
გაზიარება:

ჰანს ფლიკი ბარსელონაში ყოფილი ფეხბურთელის, ალფონსო დევისის მიყვანას შეეცდება - ინფორმაციას ამის თაობაზე ესპანური გამოცემები ავრცელებენ.

მათი მტკიცებით, ფეხბურთელი ესპანეთში გადაბარგების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო სეზონშიც ბარსელონას თავკაცი ფლიკი იქნება.

შეგახსენებთ, 23 წლის მცველსა და ბაიერნს შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა 2025 წლის ივნისში გასდის და ახალ კონტრაქტზე ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი იწერება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარსელონას დევისის დამატება უფასოდ შეეძლება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი