'პატივს ვცემთ ნებისმიერ აზრს' - კალაძე LGBTQ - ს თემას შეეხო » სპორტის ხაზი

'პატივს ვცემთ ნებისმიერ აზრს' - კალაძე LGBTQ - ს თემას შეეხო

'პატივს ვცემთ ნებისმიერ აზრს' - კალაძე LGBTQ - ს თემას შეეხო
18-11-2022, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

თბილის მერმა, კახი კალაძემ მედიასთან LGBTQ - ს მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა და განაცხადა.

"ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს პოზიციას და თუნდაც საზოგადოების უმარავლესობის აზრს გადმოვცემ. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც პატივს ვცემთ ნებისმიერ აზრს, თუ შეხედულებას.

რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში, არიან განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები. მათ არავინ დევნის, არ აყენებს შეურაცხყოფას, ისინი მშვიდად თავისთვის ცხოვრობენ.

ისინი მშვიდად ცხოვრობენ და ამ საზოგადოების წევრები არიან. მაგრამ როცა ქუჩაში გამოდიხარ და ცდილობ ეს ყველაფერი ხალხს თავს მოახვიო, საჯაროდ გაავრცელო, ეს ჩემთვის მიუღებელია. და იცით, ეს არა მარტო საქართველოშია ასე, არამედ ყველგან."
- განაცხადა კახი კალაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი