ოქტომბრის ორი მატჩისთვის ვილი სანიოლმა სრული შემადგენლობა დაასახელა, სადაც ირაკლი აზაროვის ადგილი არ მოიძებნა.
მოგვიანებით ამასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გააკეთა და ყველაფერი ნათელი გახდა.
როგორც ალექსანდრე იაშვილმა თქვა, უახლოეს პერიოდში აზაროვი არა ეროვნულ გუნდს, არამედ ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარება, შესაბამისად, აზაროვი ახლა რამაზ სვანაძის განკარგულებაშია.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი).
ჩვენ გუნდს, გასული ექვსი ტურის შემდეგ, ჯგუფში 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ხოლო შვედეთი (14) მესამე პოზიციაზეა.
ახალგაზრდული ნაკრების ოქტომბრის მატჩების განრიგი:
10 ოქტომბერი | შვედეთი – საქართველო | 20:00
15 ოქტომბერი | საქართველო – ჩრდ. მაკედონია | 20:00