ოლექსანდრ ზინჩენკოსა და რუსლან მალინოვსკის დანაკლისის შემდეგ, უკრაინას საქართველოსთან კიდევ ერთი ფეხბურთელი არ ეყოლება.
ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში ტრავმა ჟირონას უკრაინელმა ფეხბურთელმა, ვიქტორ ციგანკოვმაც მიიღო, რომელსაც გამოსანაჯნმრთელებლად 9 დღე აქვს დარჩენილი.
ციგანკოვი უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ვიქტორი თითქმის ყოველთვის ძირითადიდან იწყებს და სტატისტიკის მხრივ, მისი თამაში უშედეგო ნამდვილად არ არის (4 გოლი და 2 საგოლე პასი მიმდინარე წელს).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უკრაინასთან ისტორიაში მოგება ჯერ არ აქვს (6 წაგება და 3 ფრე). მათთან მატჩი 11 ოქტომბერსაა ჩანიშნული.