საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის ბაიერნის მცველი, ბენჟამინ პავარი ახალ გუნდში გადასვლას არ გამორიცხავს. ეს ყოველივე ფრანგმა მცველმა რამოდენიმე დღის წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა.
ბაიერნის ხელმძღვანელობას არ ესმის, თუ რატომ ასაჯაროვებს პავარი საკუთარ მომავალთან დაკავშირებულ სიახლეებს წინასწარ.
როგორც გერმანული გამოცემები ირწმუნებიან, ფრანგი მცველის გაყიდვა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე გამორიცხულია.
ბაიერნის ბოსებს სურთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, პავართან დასხდნენ და სამომავლო გეგმები განიხილონ. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, კონტრაქტის გაგრძელება ნაკლებად სავარაუდოა.