ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურის შეხვედრაში გიორგი ქოჩორაშვილის ლევანტემ ალმერიას უმასპინძლა და მეტოქე 4:2 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის შემადგენლობიდან მესამე გოლი სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა, მეოთხე გოლის ეპიზოდში კი ალვარესს საგოლე გადაცემა გაუკეთა და მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.
ლა ლიგა 2-ის ოფიციალურმა საიტმა მე-7 ტურის სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა, სადაც გიორგი ქოჩორაშვილიც მოხვდა.