ბრატისლავის "სლოვანის" თავკაცმა, ქართველთათვის კარგად ნაცნობმა, ვლადიმირ ვაისმა, პეპ გვარდიოლა ესპანელ არქიტექტორ ანტონიო გაუდის შეადარა, რაზეც პეპმა დიდი გაკვირვება გამოხატა.
სლოვაკი სპეციალისტის კომენტარს ადრესატიც გამოეხმაურა.
"გაუდის შემადარა? მართლა? ღვინო ნასვამი ხომ არ იყო?
რას ვიტყვი?ალბათ, უბრალოდ, მადლობა უნდა გადავუხადო. გაუდი უდიდესი იყო. როცა საგრადა ფამილიას სტუმრობ, მის ხედვას გრძნობ და ამავდროულად, საკუთარ თავს ეუბნები, რომ ეს შეუძლებელია"
- ამბობს გვარდიოლა.