"ბერკეტები რომ მქონდეს, ამას აუცილებლად გავაკეთებდი" - რეზი არველაძის ახალი იდეა ფეხბურთზე » სპორტის ხაზი

"ბერკეტები რომ მქონდეს, ამას აუცილებლად გავაკეთებდი" - რეზი არველაძის ახალი იდეა ფეხბურთზე

"ბერკეტები რომ მქონდეს, ამას აუცილებლად გავაკეთებდი" - რეზი არველაძის ახალი იდეა ფეხბურთზე
28-09-2024, 03:37
Aa Aa
გაზიარება:

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი რეზი არველაძე ჩემპიონთა ლიგის განახლებულ ფორმატზე საუბრობს:

"რაღაც დრო გვჭირდება, რომ ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატს შევხედოთ და შევაფასოთ, უკეთესია თუ უარესი. თუმცა, ვეთანხმები ფეხბურთელების პრეტენზიებს, რომ კალენდარი მეტად გადატვირთულია. ბევრს სეზონში 70 და მეტი თამაშიც გამოსდის. ბერკეტები რომ მქონდეს, თამაშების რაოდენობის გარკვეულ „ჭერსაც“ დავაწესებდი.

გადავხედოთ რა მოხდა – მბაპე დაიმტვრა, როდრი ტრავმირებულია, ტერ-შტეგენს და დე ბრუინსაც იგივე მოუვიდათ, ისევე როგორც ვან დაიკს, გავის და ოლმოს. არ ვამბობ, რომ ყველა ტრავმა გადატვირთული კალენდრის ბრალია, მაგრამ ფეხბურთელების საყოველთაო წუწუნი ამ კონტექსტში ჯდება.

ამის გამო საწვრთნელი პროცესიც ირევა. ფეხბურთელების ინტერესის დამცველი პროფკავშირი არის ფიფპრო – ვიტყოდი, რომ მოთამაშემ სეზონში მაქსიმუმ 50 მატჩი უნდა ჩაატაროს, თორემ შეიძლება 18-20 ტურის შემდეგ საყურებლად მსოფლიო დონის ბევრი ფეხბურთელი აღარ დაგვრჩეს."
- ამბობს ქართველი გადაცემა "ტაიმაუტში".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი