გამოვიდა კომპიუტერული საფეხბურთო სიმულატორების ახალი სერია, FC 25, სადაც, ცხადია, არიან ქართველი ფეხბურთელები, მათ შორის გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელიაც.
აღნიშნულ ვერსიაში გაუმჯობესებულია საფეხბურთო კარიერის რეჟიმი, რომლის ერთ-ერთ მაგალითადაც "უოტფორდის" ოფიციალურმა სოციალურმა მედიამ, ქსელში გაავრცელა ფოტო თამაშიდან, სადაც ჩაკვეტაძის კარიერა მიმდინარეობს და მასზე კომენტარებს აკეთებენ ხვიჩა კვარაცხელია, ფაბრიციო რომანო და თავად ლედი გაგა, რომლის სიმღერა Paparazzi, ინგლისელმა ფანებმა სწორედ ჩაკვესთვის "გადააკეთეს" და მას მიუძღვნეს.