საქართვეოლოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის საკმაოდ ხშირად იღებს ქართველი სპორტსმენებისგან სამახსოვრო საჩუქრებს.
როგორც კობახიძემ თქვა, უკანასკნელი საჩუქარი მან ეროვნული გუნდის ფეხბურთელისგან, გიორგი ქოჩორაშვილისგან მიიღო.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა კობახიძეს ლევანტეს მაისური საკუთარი ხელმოწერით უსახსოვრა.