საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლიეტუვასთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა.
კედაინიაიში ჩატარებულ მეორე შეხვედრაში მასპინძლები ალბერტ ვოსკუნოვიჩის გოლით დაწინაურდნენ. მეორე ნახევარი ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო და 32-ე წუთზე ვახტანგ კეკელიამ ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც მოედანზე ვითარება დაიძაბა და ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა. მსაჯების გადაწყვეტილებით, შეხვედრა ნაადრევად დასრულდა.
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების პირველი ამხანაგური მატჩი, რომელიც 17 სექტემბერს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 0:5 დასრულდა.