18 სექტემბერს, დავით ყიფიანის თასის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა, რომელიც საგარეჯოს "გარეჯისა" და ფოთის "კოლხეთის" შეხვედრით გაიხსნა, სადაც ფოთელებმა დრამატულ ბრძოლაში 2:1 იმარჯვეს.
ხოლო დღევანდელი დღის მეორე შეხვედრაში, "სპაერმა" შინ "თელავი" მიიღო და 4:2 სძლია.
ყიფიანის თასის მეოთხედფინალური ეტაპის დარჩენილი მატჩები 19 სექტემბერს ჩატარდება, სადაც თბილისის "დინამო" შინ ბათუმის "დინამოს" მიიღებს, ხოლო დედაქალაქელთა დუბლ-შემადგენლობა, "დინამო თბილისი 2", ასევე შინ "გაგრას" მიიღებს.