საქართველოს ნაკრების 3 ყველაზე უცნაური მეტოქე » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრების 3 ყველაზე უცნაური მეტოქე

საქართველოს ნაკრების 3 ყველაზე უცნაური მეტოქე
14-09-2024, 23:40
Aa Aa
გაზიარება:

გავიხსენოთ ისტორიიდან 3 ამხანაგური შეხვედრა, რომლებიც საქართველოს ნაკრებმა ჩვენთვის საკმაოდ შორეულ და უცხო ქვეყნებთან გამართა.

სენტ-კიტსი და ნევისი

კარიბის ზღვისა და ატლანტის ოკეანეს შორის არსებულ ამ პატარა კუნძულის გუნდს საქართველოს ნაკრები 2017 წელს შეხვდა და მეტოქე დიდი სხვაობით, 3:0 დაამარცხა. სხვათა შორის, 2022 წლის მონაცემების მიხედვით, ამ კუნძულზე სულ რაღაც 47 000 ადამიანი ცხოვრობს.

კატარი

კატარი მსოფლიო ფეხბურთისთვის ცნობილი 2022 წელს გახდა, როდესაც ამ ქვეყანამ მუნდიალს უმასპინძლა, ჩვენ კი მათთან ამხანაგური მატჩი 17 წლის წინ, 2007 წელს გვაქვს ნათამაშები, რომელიც ეროვნულმა გუნდმა 1:2 მოიგო.

ლიბანი

ვერ ვიტყვით, რომ აზიურ ქვეყნებთან ნათამაშები არ გვაქვს, თუმცა ლიბანთან გამართული ორი შეხვედრა ნამდვილად ცოტა თქვენგანს თუ ემახსოვრება. მათ საქართველო ორივეჯერ 1996 წელს შეხვდა და ჯერ 3:2, შემდეგ კი 4:2 წავაგეთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი