თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა » სპორტის ხაზი

თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა
13-09-2024, 13:38
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი სპეციალისტი, თემურ ქეცბაია კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოფიციალურად გადადგა.

ქეცბაიამ კვიპროსი 2 წლის წინ, 2022 წელს ჩაიბარა, მას შემდეგ კი გამართულ 20 შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ 5-ის მოგება შეძლო.

თემურის ხელში კვიპროსმა ბოლო მატჩი ერთა ლიგაზე საშინაო კედლებში კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარა და 0:4 განადგურდა, რის შემდეგაც ქართველი თანამდებობიდან თავადვე წავიდა.

ცნობისთვის, ბოლო პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ აღნიშნა, რომ კვიპროსულ ფეხბურთს უამრავი პრობლემა აქვს, რაც აუცილებლადაა მოსაგვარებელი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი