ქართველი საფეხბურთო გულშემატკივრისთვის კარგად ცნობილმა, იური სიომინმა, საქართველოს ნაკრების გასული მატჩები, სადაც ჩეხეთი და ალბანეთი დავამარცხეთ, შეაფასა.
"ევროპის ჩემპიონატმა საქართველოს თვითრწმენა შემატა. გუნდის თავკაცის გაწეული სამსახური მკაფიო და ნათელია - საქართველოს ნაკრები კარგად უტევს და კარგადაც იცავს, ჩემი შექება მათ.
თუ თამაშს ისე გააგრძელებენ, როგორც ახლა, ცხადია, დიდი შანსები აქვთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზეც მოხვდნენ."
- ამბობს რუსი სპეციალისტი.