საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ავსტრიული გრაცის "შტურმის" ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი, ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი, რომელიც ცნობილი ავსტრიელი მცველის ბრუნო პეცაის სახელობისაა.
კიტეიშვილმა გასულ სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგისა და თასის მოგება შეძლო.