ერთა ლიგის მე-2 ტურში საქართველომ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფში 6 ქულით უკვე ერთპიროვნული ლიდერები ვართ.
საქართველოს ნაკრებმა აღიარება უდიდესი ფრანგული გამოცემის, L'equipe-სგან მოიპოვა, რომელმაც დაწერა, რომ ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე შემთხვევით სულაც არ მოხვედრილა და იქ თამაში ქართველებმა თავიანთი ხარისხით დაიმსახურეს.
ჩეხეთთან დიდი ანგარიშით მოგების (4:1) შემდეგ საქართველოს ნაკრები ფრანგი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ტირანაში ალბანეთს ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ქართველები ერთა ლიგაში თავიანთი ჯგუფის ლიდერები არიან.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ევროპას ისევ აოცებს და ხიბლავს. გერმანიაში გამართული ევრო 2024-ის შემდეგ (სადაც საქართველო მერვედფინალში დამარცხდა ესპანეთთან 1:4) ჯვაროსნები ერთა ლიგაზე ადასტურებენ, რომ გერმანიაში წარმატებისთვის შემთხვევით არ მიუღწევიათ.
- დაწერა გამოცემამ.