ერთა ლიგის მე-2 ტურში საქართველომ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფში 6 ქულით უკვე ერთპიროვნული ლიდერები ვართ.
როგორც იცით, მიმდინარე ერთა ლიგა შემოგდომასვე დასრულდება, რის შემდეგაც სტარტს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის კლასიკური შესარჩევი აიღებს, სადაც საქართველო ამ მომენტისთვის მესამე კალათაში გახლავთ.
ზოგიერთი გამოცემა ირწმუნება, რომ თუ საქართველო ერთა ლიგის მოგებას უდანაკარგოდ შეძლებს, მაშინ ჩვენი გუნდი მე-2 კალათაშიც კი გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლასიკურ 6-გუნდიან შესარჩევში საქართველოს ჯგუფში მხოლოდ ერთი გრანდი ეყოლება, ეს კი აქამდე არასდროს მომხდარა.
ამდენად, არის შანსი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველო არა ერთა ლიგის პლეიოფებიდან, არამედ სტანდარტული შესარჩევიდანაც კი გავიდეს!
აი, ასე გამოიყურება გადასანაწილებელი კალათები ამ მომენტისთვის, - იხილეთ ფოტო