საქართველოსთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა ალბანეთის ნაკრების მოთამაშე კრისტიან ასლანმა.
"ორივე გუნდმა ერთა ლიგა გამარჯვებით დავიწყეთ, ქართველებმა ჩეხეთთან დიდი ანგარიშით მოიგეს. გვიხარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ყველა ბილეთები გაიყიდა და გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე ვითამაშებთ.
საქართველო მზარდი გუნდია, მაგრამ ამ მატჩისთვის ჩვენც კარგად მოვემზადეთ. ჩვენი მიზანი გამარჯვება და გულშემატკივრის გახარებაა.
ძლიერ ჯგუფში ვართ. მაგალითად, საქართველო ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ჩეხეთიც სერიოზული გუნდია, მაგრამ ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა,
იმედი მაქვს, ქომაგი ბევრ გოლს იხილავს.
საქართველოს ნაკრები იზრდება და ეს ევროპის ჩემპიონატზეც ვნახეთ, სადაც ძალიან კარგად გამოვიდა. კვარაცხელია კი ძალიან ძლიერი მოთამაშეა და "ნაპოლიში" გამოირჩევა. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ და ფრთხილად ვიქნებით."