საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის რიგით მეორე შეხვედრას დღეს, ჩვენი დროით 22:45-ზე გამართავს, მეტოქე კი ალბანეთი იქნება.
როგორც დაიწერა, ვილი სანიოლს ეროვნული გუნდის სრული განაცხადი 24 კაციდან 23-მდე უნდა დაეყვანა, რის გამოც ვილის ერთი ფეხბურთელის ამოგდება მოუწია.
აი, რა ინფორმაცია გაავრცელა ქართულმა "90-მა წუთმა":
ალბანეთთან მატჩის წინ, ვილი სანიოლს 24-კაციანი განაცხადი 23 ფეხბურთელზე უნდა დაეყვანა, რის გამოც, განაცხადში გიორგი წიტაიშვილი ვერ მოხვდა, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა.
- წერს ქართული გვერდი.
ცნობისთვის, საქართველო ალბანეთს ისტორიაში სულ 15-ჯერ შეხვედრილა, აქედან კი ქართველებმა 8 შეხვედრის მოგება შეძლეს.