ვილი სანიოლი: "ჩვენი, როგორც ნაკრების მოლოდინები და ამბიციები გაიზარდა, ამიტომ.." » სპორტის ხაზი

ვილი სანიოლი: "ჩვენი, როგორც ნაკრების მოლოდინები და ამბიციები გაიზარდა, ამიტომ.."

ვილი სანიოლი: "ჩვენი, როგორც ნაკრების მოლოდინები და ამბიციები გაიზარდა, ამიტომ.."
9-09-2024, 16:33
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. თბილისში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვილი სანიოლმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ნაკრების სამომავლო მოლოდინებსა და ამბიციებზე.

"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩვენი მოლოდინები და ამბიციები გაიზარდა. ჩეხეთთან მატჩით ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საუკეთესო ფეხბურთი იყო, რაც გვითამაშია, თუმცა, როგორც ფეხბურთში ხდება ხოლმე, ყოველთვის ასე კარგად არ წავა საქმე და სამომავლოდ მარცხებიც გველოდება.

მიუხედავად ამისა, ამბიციები გაგვეზარდა და ფეხბურთელებს ახლა იმაზე მეტს ვთხოვ და მათგან იმაზე მეტს ველი, ვიდრე ეს აქამდე იყო
", - განაცხადა სანიოლმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი