გურამ გიორბელიძე კარიერას თურქეთის მეორე ლიგაში გააგრძელებს » სპორტის ხაზი

გურამ გიორბელიძე კარიერას თურქეთის მეორე ლიგაში გააგრძელებს

გურამ გიორბელიძე კარიერას თურქეთის მეორე ლიგაში გააგრძელებს
7-09-2024, 14:28
Aa Aa
გაზიარება:

28 წლის ქართველი მცველი, გურამ გიორბელიძე. კარიერას თურქეთის მეორე ლიგის ბინადარ "ერზურუმსპორში" გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს ქართული საფეხბურთო გვერდი Geo Team.

გიორბელიძემ "ერზურუმსპორთან" 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და თურქულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

გურამის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს, შვედეთთან გასვლით საკვალიფიკაციო მატჩში, შედგა და მას შემდეგ ნაკრების მაისურიც 11-ჯერ მოირგო.

ფეხბურთელი ბოლოს სერბული "ვოივოდინას" ღირსებას იცავდა, მანამდე კი "ზაგლებიეში", ბათუმის "დინამოში", "ვოლფსბერგში", დრეზდენის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონში" აქვს ნათამაშები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი