როგორც იცით, წელის ტრავმის გამო, ხვიჩა კვარაცხელია საფეხბურთო ნაკრებს მაროკოსთან გასამართ შეხვედრაზე ვერ გაჰყვა. ამიტომ, ქართველ ფეხბურთელს თავისუფალი დრო გამოუჩნდა და კვარამ მისი გამოყენება პროდუქტიულად გადაწყვიტა.
ამ წუთებში მიმდინარეობს საქართველო - იტალია კალათბურთში, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიაც ესწრება, ქართველი ფეხბურთელი საკუთარ ქვეყანას გვერდში ბოლომდე უდგას.
საგულისხმოა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ჩამოსულ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ფოტო გადაიღო, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და შემდეგი სათაური დაურთო: "ჩვენი საამაყო ხვიჩა კვარაცხელია".