დღეს, ეტლით ფარიკაობაში ნინო თიბილაშვილმა პირველი რაუნდის დაპირისპირება სამხრეთ კორეელი ჰიო კიონგ კვონის 15:5 მოუგო.
მეოთხედფინალში მან ჰონკ-კონგის წარმომადგენელს, იუ ჩუის 15-4 მოუგო, ხოლო ნახევარფინალში ჩინელ ჰაიან გუსთან, 15-6 დამარცხდა.
ნინო რეპეშაჟში უკრაინელ მეტოქეს, ნატალია მორკვიჩს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, 15-14 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ირმა ხეცურიანმა ვენესუელელი ფრანსია ხაიმეს როხასი მარტივად, 15-2 დაამარცხა. მეოთხედფინალში მან პოლონელ მეტოქეს, იადვიგა პაჩეკს 15-9 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ჩინელ რონგ ქსიაოს დაუპირისპირდა და 15-5 დამარცხდა.
სამწუხაროდ, ირმამ რეპეშაჟის შანსიც ვერ გამოიყენ და ასევე ჩინელ ლაჟუ აოსთან დამარცხდა.