"რუსეთში წავიდა, როგორ დაუძახეთ?!" - ვისი გამოძახებისთვის გააკრიტიკეს სანიოლი » სპორტის ხაზი

"რუსეთში წავიდა, როგორ დაუძახეთ?!" - ვისი გამოძახებისთვის გააკრიტიკეს სანიოლი

"რუსეთში წავიდა, როგორ დაუძახეთ?!" - ვისი გამოძახებისთვის გააკრიტიკეს სანიოლი
29-08-2024, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

ვილი სანიოლმა დღეს დილით შემოდგომის მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების სრული განაცხადი დაასახელა, რომელშიც რუსეთის ლიგაში მოასპარეზე ჯიმი ტაბიძეც მოხვდა, ამის გამო კი სანიოლმა დიდი კრიტიკა მიიღო.

28 წლის მცველი დინამო მახაჭკალაში ბერძნული პანეთოლიკოსიდან მიმდინარე სეზონის სტარტზე გადავიდა, რამაც ქართველი გულშემატკივრის დიდი სიბრაზე და გულისწყრომა გამოიწვია.

აი, რას წერენ ქართველი გულშემატკივრები სოციალურ ქსელში:

რუსეთში წავიდა, როგორ დაუძახეთ ეროვნულ ნაკრებში?!

ყველგან, სადაც ეს ინფო დაიდო, აპროტესტებენ მის გამოძახებას და თუ ცოტა თავმოყვარეობის ნასახი სადმე შემორჩა, თავად უნდა თქვას უარი, მაგრამ ვიცი, რომ არ იტყვის, აბა თავმოყვარე კაცი იქ წავიდოდა?

უთავმოყვარეოები არიან.

სპეციალურად შვებიან, რუსეთუმეები არიან ყველაფერში და აქ არ გამოავლენდნენ მაგას გგონიათ?

დავუსტვინოთ რომ მიიღებს ბურთს.

ტაბიძის ნაკრებში ყოფნა ამოუხსნელი ფენომენია. ნაკრებში შეიძლება იმის გამო გამოგიძახონ რომ პერსპექტიული ფეხბურთელი ხარ და გინდა ნაკრებს მიგაჩვიონ (სიგუას შემთხვევა). შეიძლება ბევრი გაქვს ნაკრებისთვის გაკეთებული და მაგ გამოცდილების გამო გამოგიძახონ. შეიძლება ძალიან მაგარ ფორმაში იყო და მწვრთნელი თვალს უბრალოდ ვერ აგარიდებს. არცერთ პარამეტრში არ ჯდება ტაბიძე.

კარგი შემადგენლობაა ტაბიძეა მხოლოდ ზედმეტი.

- წერენ ფანები სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი