ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირსა და 5-ჯერ ოქროს მედლის მფლობელს, კრიშტიანუ რონალდუს, უეფა და ალექსანდრ ჩეფერინი სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელი 29 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოს მიიღებს.
კრიშტიანუ რონალდუს აღნიშნულ ტურნირზე 183 ჩატარებულ შეხვედრაში ჯამში 140 გოლი აქვს გატანილი, საიდანაც 59 მანჩესტერ "იუნაიტედზე", 101 - მადრიდის "რეალზე", ხოლო 23 - ტურინის "იუვენტუსზე" მოდის.