მანჩესტერ სიტის ნორვეგიელი ვარსკვლავი, ერლინგ ჰოლანდი რომ ფეხბურთით ცხოვრობს, ამაზე მის მიერ ნაჩვენები სტატისტიკაც მეტყველებს.
22 წლის ფორვარდმა, ერთ-ერთ ინტერვიუში ავსტრიელ გოგონასთან წარუმატებელი პაემანი გაიხსენა - ეს ისტორიაც იმის მაგალითია, რომ ჰოლანდს ყველაფერზე მეტად ფეხბურთი უყვარს:
"მთელი დღის განმავლობაში, მხოლოდ გოლებზე ვფიქრობ - სწორედ ამიტომ ჩავისვარე ჩემს პირველ პაემანზე ავსტრიელ გოგოსთან. ვახშმის დროს, მას ჩემს გოლებზე ვესაუბრებოდი და ეს დაახლოებით ასე ჟღერდა: "როგორ გგონია ხვალ რამდენ გოლს გავიტან?"
ცხადია, გაბრაზებული იქნებოდა, რადგან სურდა, რომ როცა მასთან ერთად ვიყავი ფეხბურთი დროებით დამევიწყებინა და სიყვარულზე მესაუბრა.
სამწუხაროდ, ჩემი სიყვარული ფეხბურთია, ამიტომაც ვუთხარი - წადი და იპოვე კარგი კაცი, რომელიც სიყვარულს თამაშობს და არა ფეხბურთს", - იხსენებს ჰოლანდი.