[VIDEO] გაგი მარგველაშვილმა ჩრდ.მაკედონიის ლიგაში გაიტანა » სპორტის ხაზი

[VIDEO] გაგი მარგველაშვილმა ჩრდ.მაკედონიის ლიგაში გაიტანა

[VIDEO] გაგი მარგველაშვილმა ჩრდ.მაკედონიის ლიგაში გაიტანა
13-11-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ჩრდილოეთ მაკედონიის ლიგაში ერთმანეთს გაგი მარგველაშვილის შკუპი და სკოპიე დაუპირისპირდნენ, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 3:1. აღსანიშნავია, რომ ამავე შეხვედრაში თავის გამოჩენა ქართველმა ფეხბურთელმაც მოახერხა.

მატჩის 22-ე წუთზე, როცა სკოპიეს კართან კუთხური დაინიშნა, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს გაგი მარგველაშვილი ზუსტად დახვდა და ქართველმა მცველმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა (იხილეთ ვიდეო).

ამ მომენტისთვის, გაგი მარგველაშვილის შკუპი ჩრდილოეთ მაკედონიის ლიგის მე-2 ადგილს 25 ქულით იკავებს, ქართველ მცველს კი უკვე 3 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი