ლეო მესი : 'ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვებაა, არავის არაფერს დავუთმობთ' » სპორტის ხაზი

ლეო მესი : 'ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვებაა, არავის არაფერს დავუთმობთ'

ლეო მესი : 'ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვებაა, არავის არაფერს დავუთმობთ'
13-11-2022, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

არგენტინის ნაკრების ლიდერმა, ლიონელ მესიმ მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და გულშემატკივრებს მიმართა:

"როგორც ყოველთვის, დიდი ტურნირის დაწყებამდე ერთსა და იმავეს ვამბობთ – მადლობა სიყვარულისთვის. ჩვენც ისევე ვღელავთ, როგორც თქვენ. მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ, რომ გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ეჭვიც არ მეპარება, არგენტინა არავის არაფერს დაუთმობს. იმედი მაქვს, რომ ღვთის წყალობით, ყველაფერი საუკეთესოდ წარიმართება!." – ამბობს 35 წლის ფეხბურთელი.

არგენტინის ნაკრები С ჯგუფში მექსიკის, პოლონეთისა და საუდის არაბეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. სკალონეს შეგირდები კი პირველ შეხვედრას 22 ნოემბერს საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამართავენ.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი