ჰოსპიტალში 4 საათი გაატარა - როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა » სპორტის ხაზი

ჰოსპიტალში 4 საათი გაატარა - როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

ჰოსპიტალში 4 საათი გაატარა - როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა
19-08-2024, 13:20
Aa Aa
გაზიარება:

ვერონასთან გამართული გუშინდელი მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენიმე საათი ჰოსპიტალში გაატარა - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი ნაპოლის სამედიცინო სტაფის წევრთან ერთად, ცვლილების შემდეგ, ვერონას ჰოსპიტალში წაიყვანეს და იქ დაახლოებით 4 საათი გაატარა.

"ფეხბურთელი თავს ცუდად პირველი შეჯახების შემდეგ გრძნობდა და სხეულში დაბუჯებასაც გრძნობდა, ტაიმის ბოლოს ფიზიკურმა კონტაქტმა კი სიტუაცია გაართულა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ახლა ყველაფერი მშვიდობითაა, ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. ხვიჩა გუნდისგან 2-დღიან დასვენებას მიიღებს.

25 აგვისტოს, ბოლონიას წინააღმდეგ თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არაა. ქართველი შემტევი მზად იქნება
", - წერს Geo Team.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი