ზურიკო დავითაშვილის შესახებ სენტ ეტიენის მთავარმა მწვრთნელმა, ოლივიე დალოლიომ ისაუბრა, რომელიც ქართველი ფეხბურთელის ძალებსა და შესაძლებლობებში ბოლომდეა დარწმუნებული.
ზურიკოს ჩვენთან მოსვლამდეც ვიცოდით თუ რამდენად ნიჭიერ და ძლიერ ფეხბურთელთან გვქონდა საქმე, თუმცა მისი გამოჩენის შემდეგ ნანახმა თამაშმა მოლოდინს მაინც გადააჭარბა. ხშირად ხდება ისე, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ ფეხბურთელები კლუბებში არასასურველ ფორმაში ბრუნდებიან, თუმცა დავითაშვილის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა.
ლიგა 1 არის ტურნირი, სადაც ფიზიკურ მზადყოფნას უდიდესი ყურადღება ექცევა, ასეთ ფორმაში მყოფ დავითაშვილს კი შეუძლია, რომ ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენაც კი გახდეს.
დავითაშვილი არა ლიგა 2-ის, არამედ უმაღლესი დივიზიონის კლასის მოთამაშეა და ეს თავიდანვე ვიცოდი.
- შეაქო ქართველი ფეხბურთელი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.