როგორც ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, 18 წლის ქართველი მეკარე, მათე საური დინამო თბილისმა პორტუგალიის ლიგაში გაუშვა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა მათე საური რიო ავეშია განათხოვრებული, სადაც მას ორი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქარსელაძე და გიორგი გოგია დახვდნენ.
აღსანიშნავია, რომ მათემ რიო ავეს პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე გამართა კიდეც, თუმცა მათე უახლოეს ოფიციალურ შეხვედრებს 23 და 19-წლამდე გუნდებში ჩაატარებს.
სხვათა შორის, რიო ავეში აქამდე მათე საურის ორ სამეკარეო კუმირს უთამაშია, - ისინი იან ობლაკი და ედერსონი გახლავთ.