3 მილიონიანი ქვეყანა 206 დელეგაციაში - რეიტინგში საქართველო მნიშვნელოვნად დაწინაურდა » სპორტის ხაზი

3 მილიონიანი ქვეყანა 206 დელეგაციაში - რეიტინგში საქართველო მნიშვნელოვნად დაწინაურდა

3 მილიონიანი ქვეყანა 206 დელეგაციაში - რეიტინგში საქართველო მნიშვნელოვნად დაწინაურდა
11-08-2024, 04:18
Aa Aa
გაზიარება:

დღევანდელი დღე საქართველოსთვის მშვენიერი გამოდგა, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ჩვენს ქვეყანას ორი ოქროს მედალი მოუტანეს, ხვალ კი დიდი იმედი გვაქვს, რომ გივი მაჭარაშვილის სახით კიდევ ერთი ოქროც დაგვემატება.

ამ წარმატებების ფონზე, დიდია ჩვენი წინსვლა მსოფლიო ოლიმპიურ რეიტინგში მედლების ჩათვლაში, სადაც 206 ქვეყნიდან, საქართველო 3 ოქროთი, ორი ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით, 24-ე ადგილს იკავებს. ჩვენი ქვეყანა უსწრებს ისეთ დელეგაციებს, როგორებიც არიან: ბელგია, ჩეხეთი, ხორვატია, ავსტრია, ისრაელი, პოლონეთი, დანია, შვეიცარია, პორტუგალია, საბერძნეთი, არგენტინა, თურქეთი და სხვა...

3 მილიონიანი ქვეყანა 206 დელეგაციაში - რეიტინგში საქართველო მნიშვნელოვნად დაწინაურდა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი